ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ნებას გაატარებს -  ეს ძლიერი მესიჯია

მოუთმენლად ველი ჩემს პირველ შეხვედრას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილის სტატია წავიკითხე, რომელშიც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ნების გატარებას აპირებს, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ეს ერთმნიშვნელოვანი და ძლიერი მესიჯია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მოუთმენლად ველი ჩემს პირველ შეხვედრას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან. წლების წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა. პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი. რამდენიმე დღის წინ Financial Times-ში სალომე ზურაბიშვილის სტატია წავიკითხე, რომელშიც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ნების გატარებას აპირებს, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ეს ერთმნიშვნელოვანი და ძლიერი მესიჯია. ჩვენ ეს მესიჯი მოვისმინეთ. ახლა კი, ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ განვახორციელოთ ეს. შეხვედრისას ასევე მივულოცავ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას, თუმცა ასევე დავაფიქსირებ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იმ პოლარიზებულ დებატებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდისას, რომ საჭიროა პოლიტიკური პროცესი ინკლუზიური იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის განზრახვაცაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს