7 ნოემბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს

7 ნოემბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ განუცხადა, დღეს დასაკითხი პირები 7 ნოემბერს, როგორც რუსთაველის გამზირზე და რიყის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ, ასევე, ისაუბრებენ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის თაობაზეც.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 5 მოწმე, მათ შორის 3 გახლავთ იმჟამინდელი ოპოზიციის წევრი, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2 ნოემბრიდან მიმდინარე აქციების ორგანიზატორები იყვნენ და ამ აქციაში მინაწილეობდნენ. შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ 7 ნოემბერს, როგორც რუსთაველის გამზირზე და რიყის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე, როცა დარბეული იქნა მშვიდობიანი აქცია, ასევე, ისაუბრებენ ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის თაობაზე, სადაც ისინი ერთ-ერთ თოქ შოუში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე წარმოდგენილი არის ერთი გამომძიებელი, რომელიც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების გარშემო ისაუბრებს.

ასევე იქნება ერთი მოწმე წარმოდგენილი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან, კერძოდ, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას", - განაცხადა ნეფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო