რამაზ საყვარელიძე - მოხელეების ფენის ჩამოყალიბებაა საჭირო, მოხელეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისთვის სამუშაო ადგილი მყარია

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ ცვლილებები იდეების გამო იწყება, სახელმწიფო ვალდებულია ეს ადამიანები სამუშაო ადგილებით უზრუნველყოს. ამის შესახებ საყვარელიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„სამუშაოს გარეშე დარჩენის საკითხი და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით უკვე ფორმირებულია ჩინოვნიკური ჯგუფები ,მაგალითად პარლამენტში. პრინციპში იგივე წესი რომ იყოს პრეზიდენტთან შემოტანილი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ უცხოური გამოცდილება გვეუბნება, რომ იდეების გამო თუ იწყება ცვლილებები, სახელმწიფო ვალდებულია ეს ადამიანები სამუშაო ადგილებით უზრუნველყოს. ეს პრობლემა საერთოდ ხშირად გვჭირს. მოკიდებენ ჩინოვნიკებს ხელს და გააქრობენ ამა თუ იმ ადგილიდან. სწორედ მოხელეების ფენის ჩამოყალიბებაა საჭირო და მოხელეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისთვის ის ადგილი მყარია. თუ ეს სიმყარე დაიკარგება, ბევრ რამეს დაკარგავს სახელმწიფო", - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო