ირაკლი კობახიძე - 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება

16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება - თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ინიციატივით გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გაუქმებული მორატორიუმი პლენალურ სხდომაზე განხილვის თემა გახდეს. მარშანიამ დეპუტატებს ასევე მიმართა, მივიდნენ იუსტიციის სახლთან და ნახონ, “როგორი სავალალო და საგანგაშო ვითარებაა“.

როგორც კობახიძემ მარშანიას საპასუხოდ განაცხადა, ის სესიაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან კვირიდან, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება.

ანალოგიური განცხადება გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ორგანული კანონის პროექტი მზად არის.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო