ნიკა მელია - 16 დეკემბერს საპროტესტო აქცია სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელია განცხადებით, 16 დეკემბერს აქცია სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, სადაც გააპროტესტებენ, როგორც არჩევნების გაყალბებას, ასევე ძალადობას ხელისუფლების მხრიდან. მისი თქმით, პროტესტი იქნება კონსტიტუციური და ბროლა გამარჯვებამდე გაგრძლდება.

„ეს არის საპროტესტო აქცია, სადაც კონსტიტუციურ უფლებას გამოიყენებს აქციის ყველა მონაწილე. კონსტიტუციური პროტესტია და აუცილებლად გაიმართება 16 დეკემბერს თელავში. იმიტომ, რომ რაც იკადრა ამ ხელისუფლებამ, ქალბატონი ზურაბიშვილის სახელით ბიძინა ივანიშვილმა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებულ არჩევნებში ერთად აღებული არ ჰქონია ადგილი იმდენ დარღევას, რამდენიც ერთ არჩევნებზე იკადრა ივანიშვილმა. მან სისხლიანი არჩევნები ჩაატარა. ერთი ადამიანი შემოაკვდათ, ოთხი ადამიანი სასიკვდილოდ გვიცემეს და ერთი ადამიანი ახლაც ებრძვის სიკვდილს. აღარ ვსაუბრობ იმ ასობით შეურაცხყოფილ და რეპრესიების ქვეშ მოყოლილ სხვადასხვა ადამიანზე. ამ ყველაფრის შემდეგ პროტესტი არ გამოვთქვათ და აქცია არ ჩავუტაროთ ადამიანებს, მაფიოზებს და კრიმინალებს, რომლებმაც მიიტაცეს საპრეზიდენტო სავარძელი? აქცია ჩატარდება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა სახით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და ოლიგარქი კრიმინალი ივანიშვილის დამარცხებამდე. ყველა ძალიან კარგად ხედავს, ვის აქვს მართვის სადავეები ჩაგდებული, რომელმაც ჩათვალა, რომ წაგებით ფულს ვეღარ მოიპარავდა და ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის წავიდა ყველაფერზე, ადამიანების უკიდურეს დამცირებასა და მკვლელობაზეც კი. წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილზე ოპოზიციაში, რომ იყოს, რას იკადრებდა ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნება“ და შესაძლებელია, მართალიც იქნებოდა. ქვეყანაში კანონის დარღევის გამო არავინ ისჯება, ძალადობის გამო არავინ ისჯება, ეს მოცემულობა გვაქვს და ამ ყველაფერს ვებრძვით და არა მხოლოდ გაყალბებას და მალე ნახავს საზოგადოება, როგორ გაყალბდა არჩევნები,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მან ასევე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებას სჭირდება ღირსეული აღიარება და განცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არის ყველაზე უღირსი თავმჯდომარე და ადამიანი, რომელსაც იცნობს და რომელიც ამბობს, რომ ენძელ მკოიანი, თავდამსხმელი არის გმირი. მისი თქმით, კობახიძე არის გამხმოვანებელი ივანიშვილის განზრახვების.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო