პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საშინელი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისზეც ეს არაადამიანური ქმედება და შეტევა განხორციელდა. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში ფრანგი ხალხის გვერდით დგას”, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო