სალომე სამადაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას არ ჰქონდეს ის დატვირთვა, რომ ხდება ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მას სურს 16 დეკემბრის აქციაში მონაწილეობა, თუმცა მივა თუ არა აქციაზე, ეს დამოკიდებულია გაერთიანებული ოპოზოციის სულისკვეთებაზე. მისი თქმით, გასაგები უნდა გახდეს აქციის მიზნები და ამოცანები.

„ჯერჯერობით უცნობია, აქციის ფორმატი რა არის, როგორ განისაზღვრა, რა იგეგმება. ჩემი სურვილია, აქციაში მონაწილეობა მივიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც გასაგები გახდება, რა არის გაერთიანებული ოპოზიციის ძირითადი სულისკვეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციას ის დატვირთვა არ ჰქონდეს, რომ ამ აქციაზე ხდება ალტერნატიული საქართველოს პრეზიდენტის გამოცხადება. ეს თუ იქნება აქციის სულისკვეთება, ვერ ვხედავ ამ აქციის შემდგომი პოლიტიკური დატვირთვა როგორ უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის გასაგები უნდა იყოს, აქციაზე ჩვენი მიზნები და ამოცანები რა არის, რადგან 16 დეკემბერს აქცია დასრულდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა,“ –განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა