კახა კალაძე - აღმაშფოთებელია, რაც სტრასბურგში მოხდა,  ცივსისხლიანმა მკვლელმა არ დაინდო სრულიად უდანაშაულო ადამიანები

თბილისის მერმა კახა კალაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„აღმაშფოთებელია ის, რაც სტრასბურგში მოხდა. ცივსისხლიანმა მკვლელმა არ დაინდო სრულიად უდანაშაულო ადამიანები. როგორც ვიცით, დაღუპულია სამი, ხოლო დაჭრილია თორმეტი მოქალაქე.

იმედი მაქვს, დროულად დადგინდება ჭეშმარიტება და დამნაშავე პასუხს აგებს.

მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, სტრასბურგში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც წინასაშობაოდ ამ შემაძრწუნებელი ტრაგედიის მოწმენი გახდნენ, და მთელ საფრანგეთს“, - განაცხადა კალაძემ.

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. დამნაშავის დაკავებას 350 სამართალდამცველი ცდილობს. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, თავდამსხმელი 29 წლისაა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა