"საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წევრი- კანონპროექტის წაკითხვისას ჩნდება ეჭვი, რომ ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი კადრებით დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ რჩება ერთადერთი ეჭვი, რომ მისი მიღება ხდება სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი კადრებით თვითონ დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ამ წუთებში პრეზიდენტის მრჩევლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

"ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირის სამსახურში აყვანა ნიშნავს იმას, რომ უკონკურსოდ მოხდება ამ პირების სამსახურში აყვანა და მათი უფლებამოსილების ვადა მიბმული იქნება პრეზიდენტის ვადაზე. ასევე, 100-ზე მეტი ადამიანი, ვინც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს, შეიძლება დარჩეს სამსახურის, კომპენსაციის გარეშე. ეს კანონი ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას, რომ განხორციელებულიყო საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა, ასევე ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ კანონის წაკითხვის შემდეგ, რჩება ერთადერთი ეჭვი, რომ კანონი მიღებულია სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა თვითონ დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუმცა ეს რისკი არ ემსახურება მხოლოდ მოქმედი თანამშრომლების მიერ სამსახურის დაკარგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქმნის ცუდ ტენდენციას, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტის შემდეგ მოხდება მთლიანად აპარატის გამოცვლა", - განაცხადა საჯაიამ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა