რომან გოცირიძე - ხელისუფლება ცდილობს, ორ კვირაში გახარჯოს ორი მილიარდი ლარი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ორ კვირაშიგახარჯოს ორი მილიარდი ლარი, რაც მისი თქმით, ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით უცნაურ მდგომარეობაში, რადგან, ვიხილავთ ორ ბიუჯეტს. ერთი არის 2019 წლის ბიუჯეტი, მეორე კი 2018 წლის ბიუჯეტი. დარჩენილ ორ კვირაში უნდა გაიხარჯოს ორი მილიარდი, ანუ იმდენი, რაც უნდა დახარჯულიყო წესით ორი თვის განმავლობაში. არ ვიცით, რაში უნდა დავხარჯოთ და ალბათ, ერთი კვირის შემდეგ გვეცოდინება ორი მილიარდი როგორ უნდა გადავანაწილოთ, ვინაიდან ბიუჯეტი ჩავარდა და ფაქტობრივად ამ ჩავარდნილიდან გამოთავისუფლებული ფულის დახარჯვის ობიექტებს ამ სისწრაფეში ეძებს მთავრობა ანუ, ძველი ბიუჯეტი გადავა 2018 წელს. სულ მცირე ერთი მილიარდით და ჩვენ ვღებულოთ არა 2019 წლის ბიუჯეტს, არამედ 2018 წლის ნარჩენ კუდს, ვუმატებთ იმ ბიუჯეტს და იქმნება აბსოლუტურად სხვა სურათი. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ინფრასტრუქტურაში უნდა დახარჯულიყო 1 700 000 ლარი და დახარჯულია მხოლოდ 700 მილიონი. ორი მილიარდია დასახარჯი 2018 წლის ბიუჯეტში. ამ ორ მილიარდს ეს ნახევარი მილიარდი დამატებული და ამის ათვისებას შეძლებს ეს აბსოლუტურად არაეფექტიანი მთავრობა? განმეორდება ზუსტად იგივე სურათი, რაც იყო წლების განავლობაში. ეს კვლავ დააწვება ლარს, კვლავ იქნება ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის საფრთხე და უამრავი უსარგებლო ხარჯი არის ჩადებული 2019 წლის ბიუჯეტში გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის აღსრულებაც კი არ შუძლიათ, ამ მთავრობას შეუძლია მხოლოდ ფულის დარიგება, ბიუჯეტი სრულდება იქ, როდესაც არიგებენ ფულს და ეს არის ერთი ღილაკის დაჭერა კომპიუტერზე. ეს არის ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარებები, მაგრამ იქ, სადაც კეთდება საქმე, სადაც უნდა ააშენო გზები, სკოლები, სადაც უნდა შექმნა დოვლათი, ამის კეთება არ იციან და მუდმივი ჩავარდნა ხდება ბიუჯეტში ათვისების კუთხით,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო