ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დაკარგულ სახეს

არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური ნაციონალური“ მოძრაობის წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას „უღირსი დამარცხებული უწოდა“.

„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია, მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს