ლევან გაჩეჩილაძე - მეორედ როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს

მეორედ როცა გამლახეს, უნებურად საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, ვიდრე სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი, - აღნიშნულის შესახებ სასამართლოს სხდომის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ყოფილი ხელისუფლების ქმედებები ანტიკონსტიტუციური იყო.

„რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური იყო. ამის ჩვენთვის გადმობრალება უნდოდათ, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ანტიკონსტიტუციურად მოიქცენენ. მე მოშიმშილე ვიყავი, ორჯერ სასტიკად გამისწორდნენ. ძირითადად, კუდ-ის ქვედანაყოფები გამისწორდნენ, რომლებიც ძალიან ზომბირებულები იყვნენ. იმდენად ცუდად გავხდი, მეორედ როცა გამლახეს, უნებურად საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ ისევ თეთრ ხალთებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. იქიდან გამოვიპარე, სანამ სააკაშვილი გადადგებოდა, ვიმალებოდი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ამ წუთებში გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბერს მომხდარი დარბევის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო