ზაზა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრებს“ - რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!

რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში დაძაბული მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებმა გამოიწვია.

„ამას სწავლა არ სჭირდება, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი უნდა მოისმინო. ძალიან უხერხული მდგომარეობა იქმნება. ბოლოს და ბოლოს რა გინდათ, სადამდე მიდიხართ... ორი საათია ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რას აღარ ამბობდა, პირიდან რა არ ამოსდიოდა, რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?!

რაც არ უნდა კრიტიკული საკითხი იყოს, უნდა თქვა, მაგრამ ზოგს ამის კულტურა აქვს, ზოგს - არა. ამიტომ იწვევთ ამ მდგომარეობას! ვინ იყო აქ ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენთვის რამე ეთქვა?! გამაგებინეთ, რა უნდა ასწავლოთ ხალხს, როცა 800-ჯერ გაგყარათ პოლიტიკიდან. აღარ ხართ ამ დედამიწის ზურგზე, აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ, პასუხი როგორ გაგცეთ, აღარ მესმის! მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები, არც მე არ მომწონს, მაგრამ ამოდიხართ ყელში. საჩხუბარი მოედანიც არ არის, რომ კაცმა ნორმალურად იჩხუბოს. ვის უნდა ეს ჩხუბი და „დავიდარაბა“?! როგორ უნდა აგიხსნათ სხვანაირად, თქვენ გამოიწვიეთ ეს პროვოკაცია და ბოდიში მაინც თქვით“, - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

ზაზა პაპუაშვილმა ასევე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას, რომელმაც ზაზა პაპუაშვილის განცხადება გააპროტესტა.

„შენ შეუწყე ამას ხელი, რა უნდა გელაპარაკო, შენ ხარ ჩვეულებრივი ყეყეჩი ადამიანი, არაფერი შენ არ გესმის. შენ ნუ გაუკეთებ ამას პროვოცირებას და ეს ამბავი არ მოხდებოდა-მეთქი“, - მიმართა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას.

იხილეთ ვიდეო: რა გინდათ, გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და დაგხოცოთ?! - ზაზა პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრებს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან