ზვიად ძიძიგური 7 ნოემბრის აქციაზე - დარბევა სერიოზული ჭყლეტით დასრულდა, რეზინის ტყვიებსაც ისროდნენ, ერთ-ერთი პირი დაბრმავდა კიდეც

100 ათასზე მეტი ადამიანი ისე შევკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, ერთი მინა არ გატეხილა, შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ სახელმწიფო მოხელისთვის, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ზვიად ძიძიგურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემისას განაცხადა.

როგორც ძიძიგური განმარტავს, იმ დროს შეკრებილი აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ და სახელმწიფოს გადატრიალება მათ გეგმებში არ ყოფილა.

„ერთადერი კაცი, რომელმაც ვერ გაიგო, რომ გადატრიალება და დაუმორჩილებლობა ცუდია, მიხეილ სააკაშვილია. 7 ნოემბრის აქციებს წინ უძღვოდა მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება.

გირგვლიანის საქმემ, რომელიც „იმედის“ ეთერში გავიდა, სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილისა და მერაბიშვილის სისტემა...დილის საათები იყო, მცირე რაოდენობით იყო ხალხი. დარბევის შემდეგ, შევიკრიბეთ და გადავწყიტეთ ჩვენი საპროტესტო აქცია გაგვეგრძელებინა. ძალიან ბევრი ხალხის გამოსვლა დაიწყო რუსთაველის გამზირზე, რასაც საპასუხოდ დარბევა მოყვა.

თავზე ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით იყვნენ. დიდ ნაწილს ლაბადების ქვეშ ჯინსები უჩანდათ, ეჭვი მაქვს რომ ისინი სააკაშვილის პარტიული აქტივისტები, ე.წ. ზონდერები იყვნენ. დარბევა სერიოზული ჭყლეტით დასრულდა, გაზზსაც უშვებდნენ, რეზინის ტყვიებსაც ისროდნენ, ერთ-ერთი პირი დაბრმავდა კიდეც, თვალი ამოთხარეს. ჭყელტაში მოხვედრის შედეგად გონება დავკარგე. ძალიან აგზნებულები იყვნენ, არ ვიცი ნარკოტიკული თრობა ჰქონდათ თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ", - განაცხადა ძიძიგურმა სასამართლო სხდომაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა