სერგი კაპანაძე- რაც პარლამენტში ვნახეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის პირდაპირი შედეგია

რაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვნახეთ, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისი მზარდია.

„ თქვენი მმართველი ოლიგარქის მიერ ხელდასმული კანდიდატი დღეს ფლობს ძალადობის მანდატს. ეს გაიგო ყველამ, მთელმა მსოფლიომ. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ დაინახა. ის რეალობა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეთ არის ის, რომ თქვენ პირველ ტურში დამარცხდით, მეორე ტურში „გაიმარჯვეთ“, ოღონდ ძალადობის, ტერორისა და მოსყიდვის შედეგად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს