იუსტიციის სახლთან აქციის მონაწილეები  მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვენ

იუსტიციის სახლის შესასვლელთან აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვენ. აქციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წარმოადგენელები, დეკანოზი დავით ისაკაძე და სხვა სასულიერო პირები, მოქალაქეები იმყოფებიან.

იუსტიციის სახლის შესასვლელს პოლიციის კორდონი იცავს და მოქალაქეები, იუსტიციის სახლში დაუბრკოლებლად შედიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ცხორაგაულმა განუცხადა, პარლამენტში დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი იხილება, რაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხს უკავშირდება. მისივე თქმით, დიდი ხანია „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს, აღნიშნული საკითხი კონსტიტუციაში ასახულიყო. კერძოდ, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ უცხოელებზე ქართული მიწები არ გაყიდულიყო და ასევე, შექმნილიყო ორგანული კანონი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა.

"ირაკლი კობახიძე გვარწმუნებს, რომ ორ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ინაუგურაციამდე, სწორედ ამ ორ დღეში მოხდება ძალიან ბევრი მიწის გასხვისება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავკარგოთ და გავფლანგოთ ქართული მიწის თუნდაც ერთი გოჯი", - განაცხადა ირმა ცხორაგაულმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა