სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირი საქართველოს გრანტს გამოუყოფს

სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირი საქართველოს გრანტს გამოუყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირსა და ევროპის საინვესტციო ბანკს შორის, საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

მათივე ინფორმაციით, ახალი პროექტი საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების ასაშენებლად ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.

საავტომობილო გზების ინფორმაციით, ევროპის საინვერსტიციო ბანკი, 500 მილიონი ევროთი დააფინანსებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს: მსოფლიო ბანკთან ერთად ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას, უბისა-შორაპანის მშენებლობას და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას.

შეღავათიან კრედიტთან ერთად, ევროკავშირი საქართველოს გრანტის სახით, თანხას გამოუყოფს „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტი“-ს დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე, ტრანშის სახით ევროკავშირი დაახლოებით, 6 მილიონ ევროს გამოყოფს.

„პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა, პროექტების მართვის კუთხით; საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ან მის მიმდებარედ ე.წ „შავი წერტილების გამოსავლენად შესაბამისი კვლევის ჩატარება და სამომავლო პროექტების მოსამზადებლად სხვადასხვა კვლევის ჩატარება (მაგ: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალურ საკითხთა შეფასების მომზადება და სხვა).

„საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტით“ გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების დასაფინანსებლად დღეს ხელშეკრულება გაფორმდა ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, წლის ბოლომდე კი, უშუალოდ პროექტის სამართავად ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის.

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე უკვე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის (4 ლოტი) და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის (I ლოტი) მშენებლობა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი ლორენს მერედიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკრედიტების ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი ლიონელ რაპაი, ევროკავშირის ელჩები, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის