არჩილ თალაკვაძე - ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„600 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. მომავალში ჩვენ გვჭირდება სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას უზრუნველყოფს, გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ ინიციატივისთვის და ფონდ “ქართუს” უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა