ფრანსუა პეშო - გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე მისასალმებელი ნაბიჯია

გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე მისასალმებელი ნაბიჯია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის, ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, რაც საჭიროა პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად: ჯანდაცვის რეფორმისთვის, პენსიების ზრდისთვის და ბავშვთა შემწეობებისთვის“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეშოსთან „ინტერპრესნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა