ირინა აბულაძემ „მთის შვილის“ სტატუსით მაღალ მთაში  მოღვაწე ჭადრაკის მწვრთნელი, ჯემალ საღინაძე დააჯილდოვა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჯემალ საღინაძე „მთის შვილის“ სტატუსით დააჯილდოვა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ჯემალ საღინაძე მაღალმთიან რეგიონში 25 წელზე მეტია მწვრთნელად მუშაობს.

„ბატონი ჯემალი ჭადრაკის სექციის გახსნის დღიდან, აგერ უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს მწვრთნელად მაღალ მთაში. ახლა უკვე სექციას ხელმძღვანელობს, როგორც ლიცენზირებული მწვრთნელი. რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაციაში მისი წვლილი ძალიან დიდია. პროფესიით მათემატიკოსია და 34 წლის მანძილზე უწყვეტად არის რეგიონის ჩემპიონი. ბატონი ჯემალი წლის განმავლობაში 50-მდე მოსწავლეს ამზადებს და ახერხებს ყველას შეაყვაროს ჭადრაკი. ჭადრაკი ხომ აზროვნების სტილია და არა მხოლოდ სპორტი. ძალიან მიხარია, რომ ბატონ ჯემალს აქ ერთად შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა,“ - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები „მთის შვილის“ სიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო საზოგადოებას 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ 2002 წელს მოუწოდა. ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა