ღონისძიებები, რომლებიც არ უნდა გამოტოვო ახალი წლის ღამეს

2019 წლის შესახვედრად თბილისის საუკეთესო ადგილების ძებნის პროცესი უკვე ყველამ დაიწყო. წლის ყველაზე მნიშველოვანი ღამის გასატარებლად ყურადღებას ყველაზე მეტად ვაქცევთ ივენთს და ადგილს, რომელიც ღონისძიებას გვთავაზობს.

განსაკუთრებული საახალწლო განწყობის შექმნაზე წელს სასტუმრო „ბილტმორ თბილისმა“ იზრუნა და 31 დეკემბერს სამ განსხვავებულ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლებს. შესაბამისად, ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანი შეძლებს მისთვის სასურველი ღონისძიების შერჩევას.

ახალი წლის შეხვედრა შესაძლებელი იქნება სასტუმროს დიდ დარბაზში, სადაც მთავარი მასპინძელი იქნება ორი გრემის ჯილდოს მფლობელი ჯაზ ბენდი New York Voices.

თბილისის მასშტაბით ეს ყველაზე დიდი და უნიკალური საახალწლო ღონისძიება იქნება, რომელსაც სასტუმრო მართავს.

New York Voices-ის კონცერტის შემდეგ საღამოს ქართული ბენდი The Quintessence და Machaidze გააგრძელებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც სასტურმოში (დარეკეთ: 2 72 72 72), ისე ონლაინ: https://bit.ly/2RLKVlh ბილეთის ფასში შედის საახალწლო სუფრა და ღვინო.

ღონისძიების სპონსორები არიან: Casino Jewel, Julius Meinl, ბადაგონი • Badagoni და ნაბეღლავი / Nabeghlavi.

„ბილტმორ თბილისის“ 30-ე სართულზე, ბარში XEME გაიმართება საახალწლო ღამე ბენდისა და დიჯეის თანხლებით. სტუმარს შესაძლებლობა ექნება ისიამოვნოს საახალწლო ფოირვერკების პანორამული ხედით უმაღლესი წერტილიდან. სტუმრებს ცოცხალი მუსიკისა და დიჯეის მოსმენის საშუალება ექნებათ. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ელენე მიქიაშვილი, ბენდი Re-Active, DJ Whitebeat და DJ თორნიკე თოფურია.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც სასტურმოში (დარეკეთ: 2 72 72 72), ისე ონლაინ: https://bit.ly/2PuOWsy ფასში შედის ღვინო და წასახემსებლები.

ხოლო რესტორანი XEME „ბილტმორ თბილისის“ 31-ე სართულზე მთელი ოჯახისთვის კომფორტულ ღონისძიებას ამზადებს. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 250 ლარია დღგ-ს ჩათვლით. ფასში შედის სამი კერძისგან შემდგარი საახალწლო მენიუ.

5 წლის ჩათვლით ბავშვების დასწრება რესტორან „ზიმის“ პროგრამაზე არის უფასო და მათთვის განკუთვნილი იქნება სპეციალური კერძები. ბავშვები 6 წლიდან 12 წლამდე კი ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით არსებულ მენიუზე.

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, იქნება ცოცხალი მუსიკა: ბენდი Musome და DJ მიშა რობაქიძე.

ბილეთის დასაჯავშნად დაუკავშირდით სასტუმროს:

2 72 72 72 / info.bhtg@biltmorecollection.com

/ sales.bhtg@biltmorecollection.com

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს