ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, 15 დეკემბერს, ქვემო ქართლში მცხოვრებ ომის ვეტერანებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევები ჩაუტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, უფასო სამედიცინო გამოკვლევებით ვეტერანების ოჯახის წევრებიც ისარგებლებენ.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო კვლევებს აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები ჩაატარებენ. უფასო სამედიცინო აქცია მოიცავს ექიმი - კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროგრამას, გულის ექოსკოპიასა და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს დილის 10:00 საათიდან.

„შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება”, - ნათქვამია განვრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს