სალომე სამადაშვილი - დღევანდელი დღე არის ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში

ხელისუფლებას აღარაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ მმართველობასთან, - ასე აფასებს პარლმანეტში მომხდარ დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია პარლამენტში გაგრძელდა.

„ეს ძალადობა გადმოვიდა პარლამენტში და ჩვენ ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები, მათი სატელიტი პარტიები არ აძლევენ შესაძლებლობას 800 000 ქართველის წარმომადგენელ დეპუტატებს გააჟღერონ გზავნილები, რომლებიც მათ აქვთ. ეს არის სახე დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც დემოკრატიულ მმართველობასთან უკვე აღარაფერი აქვს საერთო. ეს არის ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ამას ხელი შეუშალოს, ეს არის ჩვენი ვალდებულება“, –განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა