მამუკა მდინარაძე - პარადოქსულ რეალობაში ვცხოვრობთ, ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელია სხდომებზე პროვოკაციისთვის მიდის და ახერხებს კიდეც.

როგორც მან განაცხადა, პარადოქსია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს.

„პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ. ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობაზე საუბრობს და ხელს იშვერს "ქართული ოცნებისკენ". ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო. პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და რამენაირად ხელი მოხვედროდა, რომ რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, რომ პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს