ივანე მაჭავარიანი -  2019 წელს  ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული

2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა იმ რესურსებზე, რომელიც მომავალ წელს მიიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1.8 მლრდ ლარზე მეტი.

როგორც მან აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს გაზრდილია 180,0 მლნ ლარზე მეტით.

მისი თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 1 194 მლნ ლარამდე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა