ფინანსთა მინისტრი - 2019 წელს 144 ათასზე მეტი ბავშვი მიიღებს 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს 50-ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

მისი განმარტებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მომავალი წლიდან იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად.

„აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის“ კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა