გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების" წარმომადგენლები საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცენზურის დაწესება ვერ მოხდება, „ისინი კეთილს ინებებენ და სხდომათა დარბაზში მათთვის უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუებიან“.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ წევრები საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ შეუძლიათ მათთვის მიუღებელი გამოსვლების ატანა და საპარლამენტო ცხოვრებისთვის შეუფერებლად იქცევიან. ქუჩურ გარჩევებს აწყობენ. ბევრნი არიან და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ძალაა. ამით ჩანს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" სახე. ეს ცუდია პარლამენტარიზმისთვის, დემოკრატიისა და პოლიტიკის აღქმისთვის, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა. დარბაზში მოუწევთ იმ აზრების მოსმენა, რაც მათთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ემოციური ფონით, რადგან პოლიტიკური ლიდერები გამოხატვის სხვადასხვა ფორმით გამოირჩევიან. დემოკრატია იმის ატანაა, რაც არ მოგწონს",- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელია როგორი პოლიტიკოსი და დეპუტატია, ეს ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და არა საპარლამენტო უმრავლესობამ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო