ლევან იზორია ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებით განხორციელება აღნიშნეს და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები დასახეს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შემდეგ წლებში პრინციპი - მეტი ნატო საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებებითა და მაღალი დონის ვიზიტებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა და ალიანსის სახელით საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს