გიგა ბოკერია - ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 16 დეკემბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" ამ აქციებში არ მონაწილეობს.

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. „ევროპული საქართველო" ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს