არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან,  რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ

ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩატარებულიყო ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა ყველაფერი, რომ არჩევნებს ერთგვარი რეფერენდუმის სახე მიეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ არჩევნებში დამარცხადა.

„საზოგადოებამ მეორე ტურში ძალიან მაღალი მონაწილეობით უთხრა უარი „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას. საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის" პრაქტიკა და მათი მოქმედებები დაბრუნდეს. რაც შეეხება ამ პარტიის ლიდერების განცხადებებს შეკრებასთან დაკავშირებით, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ამ არჩევნებში ისინი დამაჯერებლად დამარცხნდნენ. მათ უჭირთ თავიანთ ამომრჩევლებს უთხრან, რომ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. ერთადერთი, რაც მათ რჩებათ არის ის, რომ მხარდამჭერებს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდონ. საზოგადოება ხედავს, რომ შეკრება და მანიფესტაცია ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის დაცული, თუმცა არავის არ მიეცემა საშუალება დესტაბილიზაციის მოწყობის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციის გამართვას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო