განათლების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან სისტემის მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმუშავებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცენტრალური და დასავლეთ აზიის განყოფილების, სოციალური სექტორის სამმართველოს დირექტორი, რიე ჰირაოკა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი, იეშიმ ელჰან-კაიალარი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონმა ირინა აბულაძემ საქართველოში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები, დაგეგმილი აქტივობები და ის სფეროები მიმოიხილა, რაშიც სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა შესაძლებელი.

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ, განათლების სფეროში სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მხარდაჭერა, სასკოლო სტანდარტების შექმნა, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურას, მასწავლებლების გადამზადებას და სასწავლო გეგმას და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ასევე წარმოადგენდა აზიის განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ბიზნეს გეგმის (COBP) ფარგლებში შემუშავებული საქართველოში განათლების სექტორის განვითარების პროგრამა,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო