ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში გამართა.

ღონისძიებას ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოსგან მიიღონ საწყისი ფინანსური მხარდაჭერა, შექმნან სტარტაპები და ისარგებლონ საერთაშორისო მენტორშიფით სილიკონის ველიდან იმისათვის, რომ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეების საერთაშორისო კომერციალიზაცია მოახდინონ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ მთელი საგრანტო პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, ხოლო საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ შეფასება განხორციელდეს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, “ - განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძემ.

სამინისტროს განცხადებით, GENIE პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა;

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა