ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

ნატო-სა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლექციას 15 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ, ხოლო შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას მოდერირება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გაუწია.

შეხვედრა სტუდენტებთან ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩაინიშნა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

„კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თბილისში ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მაღალ ინტენსივობას და ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო-ს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო