კამპანია „არა ბულინგს“ ფარგლებში ბათუმის საჯარო სკოლის მოსწვლეებისთვის კინოჩვენება მოეწყო

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია „არა ბულინგს“ ფარგლებში, ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძე და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ხატია ბაშარული ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოზარდებს „ბულინგის“ და „კიბერ-ბულინგის“ მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ბულინგის გამოხატვის ფორმებსა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებისთვის „ბულინგის“ თემაზე კინოჩვენება მოეწყო.

„საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებებზე რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან, განიხილავენ ბულინგის გამოხატვის ფორმებს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.

ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.

კამპანია „არა ბულინგს“ ერთი კვირა გაგრძელდება და მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია”, - ნათქვამია პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა