თავდამსხმელს, რომელმაც სტრასბურგის ცენტრში ცეცხლი გახსნა, ამ დრომდე ეძებენ

თავდამსხმელს, რომელმაც სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, 720 პოლიციელი ეძებს. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის ყველა საშობაო ბაზრობაზე დაცვის ზომები გაძლიერდება.

თავდამსხმელი 29 წლისაა. იგი პოლიციისთვის ცნობილი იყო შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო. მას პოლიცია ქურდობისთვის ეძებდა. იგი სამშაბათს საკუთარი ბინიდან გაიქცა, სამძებრო სამუშაოების დროს სამართალდამცველებმა მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს.

თავდამსხმელმა ცეცხლი გუშინ სტრასბურგის ცენტრში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე გახსნა, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი ოთხი ნათესავი დაკავებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულები არიან მისი მშობლები და ორი ძმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა