ირაკლი კოვზანაძე - მოვუწოდებ მთავრობას, იყოს უფრო თამამი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაგეგმვაში

თუ საგარეო შოკებს ადგილი არ ექნება, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებში გვექნება, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი იხილება.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა. კერძოდ, მისი თქმით, ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა და 6.7%-ს მიაღწია, ათი თვის საშუალო მშპ-ს ზრდამ კი - 5.1% შეადგინა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 13.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ს შეადგენს, დაგეგმილი 3%-ის ნაცვლად. ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ იანვარ-ოქტომბერში გამოცოცხლდა საგარეო ვაჭრობა და ექსპორტის ზრდის ტემპი (24.5%) კვლავ უსწრებს იმპორტის ზრდას (19.2%). „მაქვს რეალური საფუძველი ვიფიქრო, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდშიც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი გვექნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, უკვე მესამე წელია, საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

„2017 წლის ბიუჯეტი 4%-იანი ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, თუმცა, მაშინ მე ამ ტრიბუნიდან ვაცხადებდი, რომ ზრდა მეტი გვექნებოდა. მართლაც, 2017 წელი 4.5%-იანი ზრდით დავამთავრეთ. 2018 წლის ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზე დაიგეგმა. მე აქაც აღვნიშნავდი, რომ ზრდა გვექნებოდა, დაახლოებით, 5% და დღეს ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ახლაც მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ თუ საგარეო შოკებს არ ექნება ადგილი, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებში გვექნება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მეტ შემოსავალს ნიშნავს და, შესაბამისად, მეტი ასიგნებების გაწევის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა მთავრობას, იყოს უფრო გაბედული და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4,5%-ის ნაცვლად, უფრო მაღალი მაჩვენებელით დაგეგმოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს