ივანე მაჭავარიანი - ჩვენ დავიცავთ მთავარ პრინციპს - მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან

ჩვენ დავიცავთ მთავარ პრინციპს - მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება დონორების მიერ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები, მიმდინარე ხარჯებში იქნას გადატანილი.

სერგო რატიანმა თქვა, რომ თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონი ლარით. როგორც აღვნიშნე, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში და მას კიდევ დავუმატეთ 30 მლნ, ანუ ჯამურად 120 მლნ იყო გათვალისწინებული სკოლების რეაბილიტაციაზე მეორე მოსმენის დროს და ახლა 150 მილიონი ლარია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ოპოზიციის დასმულ კითხვაზე, რატომ არ მოხდა აუთვისებელი თანხების ასახვა ხელფასებისა და პენსიების ზრდაში, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯები ფინანსდება მიმდინარე შემოსავლებიდან.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არ შეიძლება ეს თანხები გადმოვიტანოთ და გავზარდოთ ხელფასები ან პენსიები - აქ არის ერთადერთი პასუხი. ვინც ეკონომიკაში ცოტა მაინც ერკვევა, დამეთანხმება - ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძირითადად, უცხოური ვალებით ფინანსდება, დანაზოგები გვექნება თუ აუთვისებლობა, არ უნდა გადმოვიტანოთ მიმდინარე ხარჯებში. მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან ეს არის ის წესი, რომელიც მგონი საერთოდ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პრინციპს აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

„როდესაც თავს ვიწონებთ სავალუტო ფონდის პროგრამით. ყველაზე მთავარი კომპონენტი ეს არის, რომ მიმდინარე ხარჯებს ვაკონტროლებთ და მიმდინარე ხარჯებს ვაფინანსებთ მიმდინარე შემოსავლებიდან. ეს იქნება უპასუხისმგებლო და მოკლევადიან ეფექტის მქონე. ერთჯერადი ეფექტით არ შეიძლება მუდმივი, განმეორებადი ხარჯების დაფინანსება - ეს არის ორჯერ ორი ოთხი, არანაირი კავშირი ამას არ აქვს აუთვისებლობასთან ან იმასთან, რომ არ გვინდა ხელფასების გაზრდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა