ფინანსთა მინისტრი - განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება

განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, ბიუჯეტის 2019 წლის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის პირადად არის ჩართული რეფორმის მომზადების პროცესში.

„ვიმედოვნებ, რომ ამ რეფორმას დავუჭერთ მხარს, მიუხედავად იმისა, ოპოზიციაში ვართ თუ ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ რეფორმა სწორია. მის მომზადებაში ჩართული არიან უცხოელი ექსპერტები. ეს არის საშვილიშვილო საქმე და ვფიქრობ, როდესაც საქმე განათლებას ეხება, აქ სივრცე პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და პოპულიზმისთვის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა