ფინანსთა მინისტრი - ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა

ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ შეიძლება შემცირდეს აქციზი, მაჭავარიანმა უპასუხა, რომ „აქციზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა მიმდინარე შემოსავლების შევსების კომპონენტში“.

მისი თქმით, დღეს, საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

„ჩვენ ახლა პრობლემა ის კი არ გვაქვს, რომ კიდევ დავწიოთ გადასახადები, ჩვენ გვაქვს პრობლემა, გავზარდოთ პროდუქტიულობა, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ყველაფერი კორელაციაშია ფიზიკური კაპიტალის განვითარებასთან. ყველაზე დიდი კორელაცია კი აქვს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, რაზეც მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო