თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოებისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 13 დეკემბერს, გაზმომარაგება თბილისში, რამდენიმე მისამართზე დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება, საბურთალოზე - გაგარინის 18, ვაზისუბნისა და ზემო ვეძისის ქუჩების ნაწილს, არდაზიანის, წულუკიძის ქუჩებს, სს ,,საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისს, „რადიო ფორტუნას“ შენობას, რესტორანს „ვეფხი და მოყმე“ - 09:00 საათიდან და სრულად აღდგება იმავე დღის 22:00 საათისათვის;

„ასევე, გაზმომარაგება შეიზღუდება საბურთალოზე - ვაჟა-ფშაველას 30ბ - 12:00 საათიდან 14:30 საათამდე;

ვაშლიჯვარში - მარშალ გელოვნის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩები და ასევე ყოფილი ინდუსტრიული კოლეჯის შენობა, საქართველოს ბანკის ფილიალი, მე-4 პოლიკლინიკა, შპს „იფქლი პირველი”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „აგროჰაბი“, „ბრიკორამა“, სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალი”, შპს ,,ჰერმესი” და მიმდებარედ სხვა კომერციული ობიექტები - გაზმომარაგება შეიზღუდება 13 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება იმავე დღის 22:00 საათისათვის;

სოფელ დიღომში - ნატბეურების დასახლება, დიდგორის ქ. 2 - გაზმომარაგება შეიზღუდება 13 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება იმავე დღის 22:00 საათისათვის;

ნუცუბიძეზე - ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპუსები 21დ, 35, 42, 43, 55ა, 55ბ, 55გ, ლისის ტბის მიმდებარედ – შპს ,,ლისი ვერანდა”-ს საცხოვრებელი კომპლექსი (A, B, C, D, F, G, H-ბლოკები), სოფელი ლისის მიმდებარედ ონკოლოგიურის ფერდობის ტერიტორია, სოფელი თხინვალა და მიმდებარედ შპს ,,გრინ დეველოპმენტი“-ს კორპუსი, სოფელი აგარაკების ნაწილი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, ფერმწერთა ქუჩა, ბავშვთა სოფელი, სხივური მედიცინის ცენტრი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია, სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი”, შპს ,,ლისის აბანოები”, ბრიტანულ-ქართულ აკადემია, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – 112“ და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული სხვა კომერციული ობიექტები - გაზმომარაგება შეიზღუდება 13 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება იმავე დღის 22:00 საათისათვის;

ბაგებში - წყნეთის გზატკეცილზე შპს “მეტრა დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი - 11:00 საათიდან 14:00 საათამდე;

ვაკეში - ყიფშიძის 4 – 11:00 საათიდან 14:30 საათამდე;

ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს გაზმომარაგების დროებითი შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო გაზის ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში 2404004“, -ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა