ფინანსთა მინისტრი - სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ, ხომ იცით

სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების აუთვისებლობის მიზეზებთან დაკავშირებით.

„თუ არის სესხი და პროექტი დაგვიანდა, არაფერი არ ხდება, ესე ვთქვათ, კატასტროფული. ეს სესხი არსებობს, საკრედიტო ხაზი არის და მომავალ წელს, როგორც კი დაიწყება პროექტი, მას შესაბამისი დაფინანსება ექნება. წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ სახლს და ბანკიდან იღებთ სესხს. თუ იმ ტემპით არ წახვედით და ჩამორჩენა გაქვთ ერთი თვე, ეს საკრედიტო ხაზი არ იკარგება, სესხს აიღებთ იმ თვეში, როცა განაგრძობთ მშენებლობას. ხომ არ იქცევით ისე, რომ სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ სესხს, ვთქვათ, რესტორანში ხარჯავთ? ზუსტად იგივე მოდელია, როცა ვსაუბრობთ 269 მლნ ლარის აუთვისებლობაზე. ეს თანხა გამოყოფილია კონკრეტული პროექტების მშენებლობისთვის. პროცესი დაგვიანდა, ჩაიშალა ტენდერი, იქნება თებერვალში და ის სესხი მოხმარება სწორედ ამ პროექტს. ამიტომ არ შეიძლება სესხით მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერია ხომ იცით?“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით გადაანაწილებს.

„ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომ თუ ეს პროექტი დაგვიანდა რა არის შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და რესურსს მივმართავთ იქით და ესეც სწორი პრაქტიკაა. ეს პრინციპი იქნება დაცული და ეს არის ერთადერთი სწორი პრინციპი - კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს მიმდინარე დანახარჯებში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მიმდინარე ვალდებულება ჩვენ შეუსრულებელი არ დაგვრჩენია, პირიქით, შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით გავზარდეთ დაფინანსება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა