ნინო კალანდაძე ოპოზიციის აქციაზე - ეს პროტესტი არის ლეგიტიმური, შინაარსიანი -  ვემხრობი იმასაც, რომ ეს პროტესტი არ უნდა ატარებდეს რევოლუციურ მუხტს

პროტესტი არ უნდა ატარებდეს რამე ფორმით რევოლუციურ მუხტს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის სრულად იზიარებს 16 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის დაგეგმილი აქციის სულისკვეთებას და აღნიშნავს, რომ ამ გზით გამოიხატება ამომრჩეველთა დიდი ნაწილის პოზიცია, რომ ისინი განსხვავებული მოსაზრების მატარებელი მოქალაქეები არიან.

„16 დეკემბრის აქციაზე მე პროტესტის სულისკვეთებას სრულად ვუერთდები. მიმაჩნია, რომ ეს პროტესტი არის ლეგიტიმური, შინაარსიანი. ვემხრობი იმასაც, რომ ეს პროტესტი არ უნდა ატარებდეს რამე ფორმით რევოლუციურ მუხტს, ეს უნდა იყოს პროტესტი, რომელმაც უნდა დააფიქსიროს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი განსხვავებული მოსაზებისაა და მათი ხმა, მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად უნდა ისმოდეს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

როგორც ცნობილია, ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: "16 დეკემბრის აქციაზე პროტესტის სულისკვეთებას სრულად ვუერთდები" - ნინო კალანდაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა