ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდნენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰერცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს პეტერ დენისს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირის როლი ასოციაციის შემდგომ განვითარებასა და იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მოგვარების გზებზე, ისევე როგორც ადვოკატთა ასოციაციის როლზე აღნიშნულ პროცესში.

„ევროკავშირის ელჩმა კვლავაც აღუთქვა მხარდაჭერა ადვოკატთა ასოციაციას და მიმოიხილა ურთიერთთანამშრომლობის ის ფორმები, რომლითაც ადვოკატთა ასოციაცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა მამავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა