ზურაბ ჭიაბერაშვილი - არჩევნების  შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დროებით აქვს შეგრძნება, რომ თბილი სავარძლები შეინარჩუნეს

ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ვერ მოახერხა კენჭისყრის ჩატარება, ეს არის მათთვის დამახასიათებელი აგდებული დამოკიდებულება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ და უპასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

„არჩევნების შემდეგ მათ დროებით აქვთ შეგრძნება, რომ თბილი სავარძლები შეინარჩუნეს, ამიტომ, ბიუჯეტის კენჭისყრაზე კვორუმი არ ეყო „ქართულ ოცნებას“. კვორუმი რომც ყოფილიყო, „ევროპული საქართველო“ არ ვაპირებთ ბიუჯეტს მხარი დავუჭიროთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კიდევ უფრო გაღარიბების ბიუჯეტი. ჩვენ თუ არ გვექნება ეკონომიკის ზრდა, თუ არ დაიწია გადასახადებმა და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები, ვერც სიღარიბეს აღმოვფხვრით. არც ერთი ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება და ბუნებრივია, ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს