რომან გოცირიძე - წელიწადში 180 საათი ვიცდი დარბაზში, ვიდრე  უსაქმური დეპუტატები კვორუმის შექმნას მოახერხებენ - ცხოვრების შვიდნახევარი დღე  დავკარგე უმრავლესობის ლოდინში

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ეპყრობა ისეთ დოკუმენტს, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტი ჰქვია. მისი თქმით, ყველა პლენარული სხდომა დაგვიანებით იწყება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ ეკიდება საქმეს. კენჭი ვერ უყარეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტი ჰქვია, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

წელიწადში იმართება 45 პლენარული სხდომა. ორი წელი გავიდა და საუბარია 90 პლენარულ სხდომაზე. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რომ 12:00 საათზე დაწყებულიყო პარლამენტის პლენარული სხდომა. პატიოსნად მოვდივარ, ვზივარ 12–დან 2 საათამდე და სულ მცირე ორი საათის დაგვიანებით იწყება სხდომა. ეს გამოდის 180 საათი წელიწადში. ამდენი საათი ვიცდი დარბაზში ამათი მომლოდინე, ვიდრე მაჟორიტარები, უსაქმური დეპუტატები გამოცხადდებიან და მოახერხებენ კვორუმის შექმნას. ჩემი ცხოვრების შვიდნახევარი დღე დავკარგე ამ დარბაზში უმრავლესობის ლოდინში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე დღეს კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს