ბიდიომ 2018 წლის შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა: გლობალური შემოსავალი 9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა

ბიდიომ 2018 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის შემოსავალმა 8.99 მლრდ აშშ დოლარი / 7.56 მლრდ ევრო შეადგინა, რითიც გასულ წელთან შედარებით, აშშ დოლარში 10.7%-იანი, ხოლო მუდმივი გაცვლითი კურსით 8.3%-იანი ზრდა აჩვენა.

მიმდინარე მდგომარეობით, ბიდიო წარმოდგენილია 1591 ოფისით მსოფლიოს 162 ქვეყანაში და 2018 წლის განმავლობაში, ყველა რეგიონში დაფიქსირდა თანმიმდევრული ზრდა, ამასთან, შემოსავლის ყველაზე დიდი მატება არის EMEA-ს ტერიტორიაზე (+17%), რომელსაც მოსდევს ამერიკა (+7.8%) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (+6,6%).

ბიდიოს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი: „მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე ბიდიო აჩვენებს შთამბეჭდავ შედეგებს როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი მასშტაბით და ის არის ლიდერი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია მთელ მსოფლიოში. ეს შედეგი არის ბიდიოს წევრი ფირმების დამსახურება და თავისი წვლილი მასში ასევე მიუძღვის ბიდიოს საქართველოში, რომელიც EMEA-ს რეგიონს წარმოადგენს. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ბიდიოს გლობალურ მიდგომებსა და სტრატეგიას - გავაკეთოთ ინვესტირება საუკეთესო კადრებში და მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ვართ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, რაც გვეხმარება შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს გამორჩეული, მრავალფეროვანი მომსახურება და შევუქმნათ დამატებითი ღირებულება”.

2018 წლის სტატისტიკით, თანამშრომლების რაოდენობა 8.4%-მდე გაიზარდა და უკვე 80, 000-ს აჭარბებს. „მინდა მივულოცო ჩვენს 80,000 თანამშრომელს ის შესანიშნავი შედეგი, რომელიც მივიღეთ 2018 წელს. ჩვენი ხალხი განსაკუთრებულია, ეს უდავოა. სწორედ მათ, მათი მჭიდრო ურთიერთობებით, რომლითაც ისინი ერთმანეთის გვერდით დგანან, მათი კლიენტებითა და შესანიშნავი მომსახურებით, შეიტანეს წვლილი ბიდიოს განგრძობითი ზრდის ისტორიაში”, აცხადებს ბიდიოს გლობალური CEO კიტ ფარლინგერი (Keith Farlinger).

მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომელმაც ბიდიოს ზრდა განაპირობა აღსანიშნავია ლიდერობა ინოვაციებში, ლიდერობა ბაზარზე და მომავლის ბიზნეს მრჩევლის პოზიცია. ბიდიოს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ფირმები სწრაფად ხდებიან აღიარებული ლიდერები ინოვაციების სფეროში. მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მათ შორის არამხოლოდ პერსპექტიულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინსტრუმენტებში (ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, რობოტიზებული პროცესების ავტომატიზაცია), არამედ წამყვან კომპანიებში, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკის თემებზე და ტექნოლოგიური კონსულტირების მიმართულებით მუშაობენ.

„ბიდიოს მიღწევები არამხოლოდ 2018, არამედ მთელი ჩვენი 55 წლიანი ისტორიის მანძილზე, მიუთითებს კომპანიის დიდ პოტენციალზე მომავალში. წელს ბიდიომ International Accounting Bulletin-ის (IAB) ჯილდო 3 წელიწადში მეორედ მოიპოვა - ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია. თუმცა ჩვენ არ ვჯერდებით მიღწეულს: სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ჩვენ უნდა განვაგრძოთ საუკეთესო ადამიანების მოზიდვა, რათა გავაგრძელოთ კლიენტების მომსახურება არა უბრალოდ კარგად, არამედ გამორჩეულად", დასძენს ფარლინგერი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა