ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე წლის ბოლომდე განაჩენი უნდა დადგეს - ერთადერთი მოლოდინი, მისი უდანაშაულოდ ცნობაა

გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არსებული საქმე აბსურდულია, ვინაიდან საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის, - აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე "ბახალას" ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, რეანომობილის მძღოლს ჯაბა ხულორდავას დაკითხავენ.

„დღეს უნდა დაიკითხოს რეანომობილის მძღოლი. ეს მოწმე გიოგი გიორგანაშვილის წინა ბრალდების საქმეზეც დაიკითხა და გააჟღერა აბსურდული, მტკიცებულებების გარეშე მოგონილი ფაქტები, თითქოს, გიორგანაშვილმა მას თურქეთში რაღაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს.

ეს ის მოწმეა, რომელმაც 4-ჯერ შეცვალა თავისი ჩვენება. ასევე, წინა საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ, რომელზეც განაჩენია დამდგარი, მას ხელსაყრელი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეს საქმე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არის აბსურდული, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის. თუ წინა საქმეში, ორი პოლიციელი იყო, რაც არასაკმარისი სტანდარტია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, აქ არც ერთი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს", -აცხადებს მახარაძე.

დღეს ბრალდების მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენი წლის ბოლომდე დადგება.

„ამის შემდეგ, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ და წლის ბოლომდე განაჩენი უნდა დადგეს. ერთადერთი, ლოგიკური მოლოდინი რაც ამ საქმეზე შეიძლება იყოს, გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობაა", - აცხადებს მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა“) შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

იხილეთ ვიდეო: საქალაქო სასამართლოში "ბახალას" პროცესი გრძელდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს