ნინო ლომჯარია - შეწყალების კომისიის სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ, ალბათ არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას

შეწყალების კომისიის სხდომები არ გაიმართა, რადგან სავარაუდოდ, პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტის მორიგი შეწყლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"მე, როგორც კომისიის წევრს არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რატომ არ გაიმართება კომისიის სხდომა, ან გაიმართება თუ არა იმიტომ, რომ საბოლოოდ კატეგორიული პასუხი ამაზე არ ყოფილა. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი , სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას", - განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე: „პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი ხომ არ თქვა გარკვეული რაღაცების სანაცვლოდ“, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია.

"არ ვიცი. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის წმინდად მისი დისკრეცია და პირადად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რა დგას ამის უკან, მას უნდა ჰკითხოთ",- აღნიშნა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: ნინო ლომჯარია - შეწყალების კომისიის სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ, ალბათ არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა