უხვი ნალექის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალმთიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს - თხილვანას, დიოკნისსა და რიყეთს უხვი ნალექის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით მოსულმა თოვლმა ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია. ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საავტომობილო მიმოსვლას, ნალექს შეფერხება არ გამოუწვევია. გუშინ გვიან ღამით დაიწყო თოვა. თოვლის საფარმა ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს. სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე აღდგა. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებსაც მალე აღუდგებათ. სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა", - განაცხადეს ხულოს მერიაში.

იხილეთ ვიდეო: აჭარის მაღალმთიან სოფლებს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა