ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და თანამშრომლობაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ჩინეთი-საქართველოს ურთიერთობების განვითარება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში ხდება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას და მსურს ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიყვანოთ საერთო ძალისხმევის მეშვეობით, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს წაადგება“, - ნათქვამია სი ძინპინის წერილში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს